favicon

ქართული წარმოების კედლისა და გადახურვის ფილის საყალიბე სისტემები

კომპანიის შესახებ

Formax წარმოადგენს GTC Group-ის ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა და დღეს, ამიერკავკასიაში სამშენებლო ინვენტარის წარმოების ლიდერია.

საწარმო მდებარეობს თბილისში და მასში დასაქმებულია 120 ადამიანი. ჩვენ გვეამაყება, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის სრული საწარმოო პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

პარტნიორი
კომპანიები

კედლის ყალიბი
Formax-ის კედლის საყალიბე სისტემა გამოიყენება იდეალური ფორმის ბეტონის კედლის მისაღებად. მოცემული პროდუქტი დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას, რაც ავტომატურად ზრდის სამუშაო პროცესის პროდუქტიულობას.
Image
გადახურვის ფილის ყალიბი
Formax-ის გადახურვის ფილის საყალიბე სისტემა- Formax Deck საქართველოში იწარმოება. სისტემას აქვს მაღალი სიმტკიცე და ხანგრძლივი საექსპლუატაციო რესურსი. ყალიბები არ ზიანდება მათი მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაშიც კი. Formax საშუალებას იძლევა 20 სმ-მდე გადახურვა დამატებითი გამაგრების გარეშე გაკეთდეს, რაც 3-ჯერ ამცირებს დგარების რაოდენობას.
Image

ᲠᲐᲢᲝᲛ FORMAX?

ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ

Formax-ის საყალიბე სისტემები მზადდება მტკიცე და საიმედო მასალისგან, რაც უზრუნველყოფს მათი საექსპლუატაციო ვადის ხანგრძლივობასა და ეფექტურობას მძიმეცდატვირთვის პირობებში.

ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲝᲑᲐ

Formax-ის საწარმო საქართველოში მდებარეობს რაც თავისთავად ამარტივებს დამზადებისა და მიწოდების პროცესს.

ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲘ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

პროდუქციის შეკვეთამდე მიიღებთ საჭირო ეკომენდაციებს ჩვენი პროფესიონალი გუნდისგან.

ᲓᲐᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲐ

ჩვენ უზრუნველვყოფთ საინჟინრო ნახაზის მომზადებას, რაც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას.