მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მშენებლობის ინდუსტრია ახალ სიმაღლეებს იპყრობს, ხარისხი და ინოვაცია ხშირ შემთხვევაში მხოლოდ უცხოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასთან ასოცირდება. საბედნიეროდ, არსებობს მაგალითები, რომელიც მომხმარებლებში ასეთ დამოკიდებულებას ცვლის და აყალიბებს ნდობას ადგილობრივი წარმოების მიმართ. სწორედ ასეთი მაგალითია Formax, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული წარმოებაც შეიძლება იყოს სრულად ევროპული სტანდარტების შესაბამისი.
ქართული წარმოება საერთაშორისო სტანდარტებით
Formax წარმოადგენს GTC Group-ის ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა და დღეს, ამიერკავკასიაში სამშენებლო ინვენტარის წარმოების ლიდერია.
საწარმო მდებარეობს თბილისში და მასში დასაქმებულია 120 ადამიანი. ჩვენ გვეამაყება, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის სრული საწარმოო პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება, რაც ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
გვჯერა, რომ როცა საქმე მშენებლობას, ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და უსაფრთხოებას ეხება, იქ კომპრომისი დაუშვებელია. სწორედ ამ რწმენის გამო, ჩვენი პროდუქტი არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისო ანალოგებს და ბევრ ასპექტში აღემატება კიდეც მათ.

პროდუქცია
Formax-ის საყალიბე სისტემები მზადდება უმაღლესი ხარისხის, მტკიცე და საიმედო მასალებისგან. წარმოების პროცესი მკაცრად კონტროლდება, შეესაბამება არამხოლოდ ლოკალურ მოთხოვნებსა და რეგულაციებს, არამედ ზედმიწევნით ითვალისწინებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას და ეფექტურობას ურთულეს სამუშაო პირობებშიც კი.
გაეცანით ჩვენს შექმნილ პროდუქტებს, რომელიც დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სამუშაო პროცესის პროდუქტიულობას :
კედლის ფორმაი
Formax-ის კედლის საყალიბე სისტემა გამოიყენება იდეალური ფორმის ბეტონის კედლის მისაღებად, ის დაგიზოგავთ დროს, ენერგიასა და ხარჯებს, რაც ავტომატურად გაზრდის სამუშაო პროცესის პროდუქტიულობას.
გადახურვის ფილის ყალიბი
გადახურვის ფილის საყალიბე სისტემა, იგივე “Formax Deck” ხასიათდება მაღალი სიმტკიცითა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო რესურსით. ყალიბები არ ზიანდება მათი მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაშიც კი. Formax deck საშუალებას გვაძლევს 20 სმ-მდე გადახურვა დამატებითი გამაგრების გარეშე გაკეთდეს, რაც 3-ჯერ ამცირებს დგარების რაოდენობას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
Formax ეკო
“Formax ეკო“ სტანდარტული ყალიბისგან, მასში გამოყენებული პანელით განსხვავდება. მასში ნაცვლად FX პანელისა გამოყენებულია SVEZA-ს ლამინირებული არყის ხის ფანერა.
FX პანელი
FX პანელი ფორმაქსის მიერ წარმოებული კიდევ ერთი პროდუქტია.
პანელის ორივე მხარეს დატანილია სპეციალური შემადგენლობის მასალა,
ხოლო შიგთავსად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის SVEZA-ს არყის ხის ფანერა. მსგავსი ტექნოლოგიით წარმოებული პანელი საშუალებას იძლევა მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ბეტონის ზედაპირი, მისი მრავალჯერადი გამოყენების შემდგომაც.

რატომ Formax?
Formax სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს სრულ სერვისს, რომელიც წინასწარი კონსულტაციით იწყება, გრძელდება საინჟინრო ნახაზის მომზადებითა და მონტაჟის მხარდაჭერით.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამარტივოთ სამუშაო პროცესი და შემოგთავაზოთ ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარეობს.
გარდა ამისა, წარმოების ლოკალურობა, შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზაცია ხარისხის დათმობის გარეშე, ხელმისაწვდომ ფასად განვახორციელოთ.
როგორც GTC Group-ის ჰოლდინგში შემავალი ბრენდი, Formax ბოლომდე აცნობიერებს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკანონმდებლო რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები.